კატეგორია: ადმინისტრაცია:

განათლება:

გამოცდილება:

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი: სრული

სქესი:


შპს „საქართველოს ფოსტა“ აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის (რეზერვი) პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები:

  • ქოლცენტრში შემოსული ზარების მომსახურება/გადამისამართება;
  • მომხმარებლისთვის საინფორმაციო, საკონსულტაციო და  გზავნილის საძიებო მომსახურების გაწევა;
  •  მომხმარებლისაგან შეკვეთის მიღება საფოსტო მომსახურების გარკვეული სახეობების განხორციელებაზე  და მისი გადაცემა  დანიშნულებისამებრ;
  • მომხმარებლის სატელეფონო მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება (ნებისმიერი მიმართულებით)
  • 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება; უპირატესობა მიენიჭება გაყიდვების ან/და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილებას.
  • ქართულ ენაზე გამართული მეტყველება;
  • აუცილებელია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

 

ძირითადი უნარ–ჩვევები:

  • სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • მომსახურების ხარისხზე და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაციის უნარი;
  • გამართულად მეტყველება;
  • გუნდური მუშაობა;
  • პროგრამაში, მონაცემეთა ბაზებში სწრაფად მუშაობის უნარი.

 

კანდიდატთა შერჩევა:

კანდიდატები გაივლიან შერჩევის რამდენიმე ეტაპს:

  • ჯგუფური გასაუბრება
  • ინდივიდუალური გასაუბრება
  • მოსამზადებელი ეტაპი

 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთხოვთ შეავსოთ კანდიდატის განაცხადის ფორმა და გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@gpost.ge  გთხოვთ, ელფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - „ქოლცენტრის ოპერატორი (რეზერვი)“.

 

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 19.03.2021