კატეგორია: ადმინისტრაცია:

განათლება:

გამოცდილება:

ასაკი: ნებისმიერი

განაკვეთი: სრული

სქესი:


სს „ბაზისბანკი“ აცხადებს ვაკანსიას აქტიური/პასიური სატელეფონო მომსახურების ოპერატორის თანამდებობაზე.

 

მოვალეობები:

  • გამავალი ზარის განხორციელება/შემომავალი ზარის მიღება;
  • ბანკის სხვადასხვა საბანკო პროდუქტების შეთავაზება/მომხმარებლისთვის საინტერესო საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდება, შემომავალი სატელეფონო ზარების, ბანკის დისტანციური არხებით შემოსულ კითხვებზე პასუხი;
  • საბანკო პროდუქტების გაყიდვა;
  • საბანკო პროდუქტებზე კონსულტაციების გაწევა;
  • ახალი კლიენტების მოზიდვა;

 

მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • მომსახურების პრინციპების ცოდნა;
  • ეფექტური გაყიდვების უნარი;
  • მინ 6 თვიანი გამოცდილება საბანკო სფეროში მუშაობის ან სატელეფონო ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის;
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა;
  • გამართული წერის და მეტყველების უნარი ქართულ და ინგლისურ ენებზე, სასურველია რუსული ენის ცოდნაც.

 

პიროვნული უნარები:

  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი.

 

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2021 წლის 5 მარტის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge, სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!